საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჰააგის სასამართლოს მოსამართლეების, ქართველი და უცხოელი პროფესორების ვიზიტი უზენაეს სასამართლოში

2023 წლის 25 სექტემბერს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები - ქართველი მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე, ფრანგი მოსამართლე მარკ პერინ დე ბრიშამბო, კანადელი მოსამართლე კიმბერლი პროსტი, ბრიტანელი მოსამართლე ჯოანა კორნერი; აგრეთვე, სისხლის სამართლის მიმართულებით მოღვაწე აღიარებული პროფესორები გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და საქართველოდან - პროფ. დოქტ. იულია გენოისი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტიდან, პროფ. დოქტ. ანეტე ვაინკე ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტიდან, პროფ. დოქტ. სტეფანი ბოკი მარბურგის ფილიპეს სახელობის უნივერსიტეტიდან, დოქტ. მაიელ ჰიერამენტე ჰამბურგიდან, ლონდონელი ბარისტერი ადეტოკუნბო ჰუსეინი დიდი ბრიტანეთიდან, პროფ. დოქტ. ედვარდ შრამი ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტიდან, პროფ. დოქტ. ბორის ბურგჰარდტი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტიდან, ასოც. პროფ. დოქტ. გიორგი დგებუაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარეს შალვა თადუმაძეს და ამავე პალატის მოსამართლეებს ლევან თევზაძესა და ნინო სანდოძეს შეხვდნენ.

 

შეხვედრა დაეთმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს როლის გაცნობას საერთო სასამართლოს სისტემაში, აგრეთვე, უზენაესი სასამართლოს ისტორიის მიმოხილვას. დელეგაციის წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია სისხლის სამართლის პალატის საქმიანობის, უფლებამოსილების, განსახილველი საქმეების სპეციფიკისა და საქართველოში მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესახებ.

 

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობასთან, სასამართლოს იურისდიქციის განსაზღვრასა და არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.

 

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები, ქართველი და უცხოელი პროფესორები, თბილისში იმყოფებოდნენ ფოლკსვაგენის სამეცნიერო ფონდის პროექტის - „საერთაშორისო სისხლის სამართლის როლი საქართველოში“ ფარგლებში განხორციელებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციასა და საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.

თარიღი: 09/10/2023